ამადეო მოდილიანი /დიდო მოდი/
ეს ჩემი პირველი პოსტია, როგორც მოწვეული ბლოგერის..
ამასთან ერთად, როგორც ბლოგსპოტის მომხმარებელს, ვორდპრესთან პირველად მაქვს შეხება და სად რას ვწერ ღმერთმა უწყის..
დღევანდელ პოსტს მივუძღვნი ამადეო მოდილიანს, მხატვარს, რომლის ცხოვრება და შემოქმედება ძალიან მიყვარს..

1884 წლის 12 ივლისს ლივორნოში, ებრაელების წვრილბურჟუაზიულ ოჯახში ამადეო მოდილიანი დაიბადა. დიდო ფლამინო მოდილიანისა და ევგენია გარსენის მეოთხე შვილი გახლდათ.
ამადეოს მამა პატარა სამაკლერო კანტორის მფლობელი იყო, 1849 წელს ის რომის ერთ-ერთ კარდინალსაც კი ამარაგებდა სპილენძით, რომელიც ვატიკანს სჭირდებოდა მონეტების გამოსაშვებად, მაგრამ შემდეგ საქმე ცუდად წაუვიდა. ამადეო სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მათ სახლში ჩინოვნიკები გამოცხადდნენ უკვე ვალში აღწერილი ქონების წასაღებად.
მოდილიანის დედისათვის ეს თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო. თანახმად იტალიის მაშინდელი კანონებისა, მელოგინის კუთვნილი ქონება ხელშეუხებელი იყო, ამიტომ, სანამ ჩინოვნიკები სახლში ამოვიდოდნენ, ოჯახის წევრებმა ყველაფერი ფასეული, რაც რამ გააჩნდათ, ევგენიას საწოლზე დაყარეს. დედამ ახალშობილისათვის ეს ცუდის მომასწავლებლად ინიშნა.
მამის მიმართ მოდილიანი ყოველთვის გულგრილი, ზოგჯერ კი მტრულად განწყობილიც იყო. დედა კი გატაცებით უყვარდა და ევგენიასაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე. ევგენია დღიურებს წერდა, სწორედ მისი დღიურებით საკმაოდ ბევრი ვიცით მოდის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე.
1895 წელს მოდილიანმა სერიოზული ავადმყოფობა გადაიტანა. ამასთან დამავშირებით დედამ თავის დღიურში ასე ჩაწერა: “დიდოს ძალიან მძიმე პლევრიტი ჰქონდა. მე ჯერ ვერ გამოვრკვეულვარ იმ საშინელი შიშისაგან. ამ ბავშვის ხასიათი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, რათა შემეძლოს მასზე გარკვეული აზრის გამოთქმა. ვნახოთ რა გამოვა ამ ჭიის პარკისაგაბ, იქნებ მხატვარი?’”
ხატვა დიდომ 5 წლის ასაკიდან დაიწყო, 14 წლისა კი მეცადინეობას იწყებს ფერწერაში გულიელმო მიქელისთან, მის მიერვე დაარსებულ ფერწერის სკოლაში. ლივორნოში. მასთან ერთად სწავლობდნენ ოსკარ გილია, ბუნვენუტო ბუნვენუტი, რენატო ნატალი და სხვები.
ერთ მშვენიერ დღესაც ამადეომ დედას გამოუცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს მიატოვოს ლიცეუმი და მთლიანად მიეცეს მხატვრობას.
1902-1903 წლებში მოდილიანი ვენეციასა და ფლორენციაში ხატვის ტექნიკას ეუფლებოდა. 1906 წელს, დედის დახმარებით პარიზში გაემგზავრა, რადგან ქანდაკების შესწავლა სურდა. მისი ქანდაკებები ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა იმავე სტილშია შესრულებული, რომელშიც მისი ნახატები.
დიდო თავიდან მონმარტზე დასახლდა, მეგობრებთან, სუტინთან და ლიფშიცთან ერთად, რომლებიც, ასევე იმპრესიონისტი მხატვრები იყვნენ.
მოდი მალე ჩაერთო პარიზის ღამის ცხოვრებაში, მას ბოჰემური ადამიანის რეპუტაცია შეექმნა, რამაც საბოლოოდ, კიდეც დაღუპა.
მოდილიანის შემოქმედებაში რამდენიმე პერიოდს გამოყოფენ. მათ შორის, ცისფერ პერიოდს, ზანგურ პერიოდს, იტალიურ პერიოდს და, ბოლოს, პორტრეტებს.შიშველი ნატურის დასახატად ის მეძავებს იყენებდა.
მოდილიანი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ალკოჰოლმა და ჰაშიშმა ვერ ჩააქრეს მისი სურვილი, მუდამ საქმეში ყოფილიყო ჩართული. მისი ცხოვრება პროტესტების სერიას ჰგავს, მას პროტესტი უჩნდებოდა ბურჟუაზიის, ხატვის მასწავლებლებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მის ტალანტს სათანადოდ ვერ აფასებდა. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებმა მხატვარმა მრავალი ნამუშევარი მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ ბინის ქირას ვერ იხდიდა და ხშირად უწევდა სხვაგან გადაბარგება.
1914 წლიდან მოდილიანმა ექსკლუზიურად მწერალ ლეოპოლდ ზბოროვსკისთან დაიწყო ხატვა. ეს უკანასკნელი მხატვრის წარმომადგენლად მიიჩნეოდა და ნახატების გაყიდვაში ეხმარებოდა. სწორედ მან შეუწყო ხელი უკვე მძიმედ ავადმყოფ დიდოს სამხრეთ საფრანგეთში გადაბარგებულიყო, რადგან ამ პერიოდში პარიზში ცხოვრება, პირველი მსოფლიო ომის გამო, შეუძლებელი იყო.
1917 წლის 3 დეკემბერს, პარიზის ერთ-ერთ გალერეაში მოდილიანის პირველი გამოფენა გაიხსნა. პოლიციის უფროსი შეაშფოთა შიშველი ქალბატონების გამოსახულებებმა და მხატვარი აიძულა, გამოფენა სასაწრაფოდ დაეხურა.
1917 წლის ივლისში კი მოდილიანმა გაიქცნო 19 წლის ჟანა ებიუტერნი, რომელთანაც არაოფიციალური ურთიერთობა აკავშირებდა. ჟანა მის მოდელადაც იქცა.
გაზაფხულზე ისინი ერთად დაბრუნდნენ პარიზში, სადაც მოდილიანს პირველი ქალიშვილი შეეძინა. მისი ნახატებიც უკეთესად იყიდებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1920 წლის იანვარში, ტუბერკულოზისა და მფრინავი მენინგიტის დიაგნოზით, ამადეო მოდილიანი გარდაიცვალა.

ამ დროს ჟანა მეორე ბავშვს ელოდებოდა. მან ვერ გადაიტანა მოდის სიკვდილი, მეორე დღეს მშობლების სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.
დიდო და ჟანა ერთად დაკრძალეს პარიზის უძველეს, პერლაშეზის სასაფლაოზე. მათ ერთი ქვა ადევთ, რომელზეც შემდეგი ეპირტაფიაა გამოკვეთილი:
“ამადეო მოდილიანი,
მხატვარი,
დაიბადა ლივორნოში 12 ივლისს 1884 წელს.
გარდაიცვალა პარიზში, 24 იანვარს, 1920 წელს.
სიკვდილმა მას დიდების დასაწყისში მოუსწრო”.
ცოტა ქვემოთ, იმავე დაფაზე ვკითხულობთ:
“ჟანა ებიუტერნი.
დაიბადა პარიზში, 6 აპრილს, 1898 წელს.
გარდაიცვალა პარიზში, 25 იანვარს, 1920 წელს.
ამადეო მოდილიანის ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, ვინც არ მოისურვა უმისოდ სიცოცხლე”.
როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, მოდილიანის შემოქმედებამაც ავტორის სიკვდილის შემდეგ ჰპოვა აღიარება. ამადეოს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მისი ნახატები პენსილვანიელმა კოლექციონერმა – ალბერტ ბარნესმა აღმოაჩინა. სწორედ ამ დროიდან იწყება მოდილიანომანია.
მოდილიანის ადრეული პერიოდის შემოქმდედება ტულიზ-ლოტრეკის გავლენას განიცდის, მოგვიანებით აფრიკული ნიღბებით, სეზანისა და პიკასოს შემოქმედებით ინტერესდება, ამავე დროს, იტალიური მანერულობა არ დაუკარგავს. მოდილიანის პორტრეტები ადვილი ამოსაცნობია გრძელი და თხელი ოვალური ფორმის თავით, დაქანებული მხრებით და საოცრად დახვეწილი, სევდიანი ფერებით.
ამადეო მოდილიანის შესახებ ვიტალი ვილენკინს აქვს დაწერილი “ამადეო მოდილიანი”, რომელიც მის შემოქმედებას ეხება. საჯაროში არის ეს წიგნი, საკმაოდ საინტერესოა, დედამისის წერილებია მოყვანილი, ის თუ რას ფიქრობდნენ მის შესახებ სხვადასხვა ცნობილი ადამიანები და ა.შ.
საკმაოდ გვიან ვნახე დევისის ფილმი “Modigliani”, რომლის მიმართაც პროტესტი გამიჩნდა. ჯერ ერთი, ფილმში საკმაოდ ბევრი ფაქტია დამახინჯებული, დაბადების სცენიდან დაწყებული, გარდაცვალებით დამთავრებული, მეორეც, ვისთანაც მოდის კონფლიქტი ჰქონდა, საზიზღარ და შურიან ადამიანებად ჰყავს გამოყვანილი. მაგალითად, პიკასო. ყველამ იცის მისი და მოდის დამოკიდებულება ერთმანეთთან, მაგრამ ეს ფაქტები არც ერთი გენიოსის შემოქმედებას არ აკნინებს.
რაც შეეხება ენდი გარსიას, მიმაჩნია, რომ მოდილიანი მისი საუკეთესო როლია. ვიცი, რომ ამ როლის შესრულებისას ისე შეიჭრა როლში, კინაღამ ფსიქიატრის დახმარებაც დასჭირდა.
მოკლედ, მე შემიძლია მოდილიანზე დაუსრულებლად ვილაპარაკო, ამიტომ, მოვრჩები ყბედობას და დაგიყოვებთ მის ფრაზას, რომელსაც ძალიან ხშირად იმეორებდა:
“ვფქრობ, ადამიანი მთელი სამყაროა. ზოგჯერ, სამყაროზე უკეთესიც’”..






George Braque-ჟორჟ ბრაკი

დღევანდელი პოსტის თემად კუბიზმის მეორე ფუძემდებლის ჟორჟ ბრაკის შემოქმედება და ბიოგრაფია ავარჩიე. ის პიკასაოს შემდგომ ამ ჟანრში ყველაზე გამორჩეულ მხატვრად ითვლება. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესოა. მიმზიდველი ფორმებით და ფერებით. ახლებური ხედვით და რევოლუციური პრინციპებით შუქ ჩრდილთან მიმართებაში.
ბრაკი პიკასოსგან განსხვავებით ეროვნებით ფრანგი გახლდათ. ის 1882 წლის 13 მაისს პარიზის გარეუბანში დაიბადა. მისი მამა დეკორატორი იყო. თავად ბრაკიც კარგად ფლობდა ამ ხელობას იგი ერთხანს დეკორატორადაც მუშაობდა.
1902-1904 წლებში ბრაკი პარიზის ჰუმბორტის აკადემიაში სახვით ხელოვნებასა და სკულპტუსაზე მუშაობას ეუფლება.
ბრაკის შემოქმედებაში ერთდროულად მრავალი სტილი და მიმდინარეობა იყრის თავს. ის მუდმივ შემოქმედებით ძიებაში იყო და მიილტვოდა ახლისკენ. მისი თავდაპირველი შემოქმედება იმპრესიონისტული ხედვით გამოირჩევა..
მას შემდეგ რაც მან ჰენრი მატისისა და ანდრე დირეინის შემოქმედება იხილარაღაც ახლის მისეულის შექმნის იდეა გაუჩნდა.
1906 წლის მარტი/აპრილში ” Salon de societe des Artistes inde Pendants” ში ბრაკის პირველი გამოფენა იხსნება. სადაც მან შვიდი ნამუშევარი გამოფინა.
ბრაკის შემოქმედებაში 1908-1913 წლებში ჭარბობს გეომეტრიული, სიმეტრიული ფიგურები. მან ფიგურის შუქ ჩრდილთა განათების ახლებური ხედვა შეიმუშავა.
1909 წელს იგი პიკასოსთან ერთად იწყებს ახალ მხატვრულ მიმდინარეობაზე მუშაობას. მათ ინოვაცია შეიტანეს მხატვრობაში.ისინი იყენებდნენ მონოქრონულ ფერთა გამას და წახნაგოვან ფორმებს ხატავდნენ. მისი შემოქმედების ეს პერიოდი ანალიტიკური კუბიზმის სახელით არის ცნობილი.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბრაკი საფრანგეთის არმიაში გაიწვიეს. ამით დასრულდა მისი და პაბლო პიკასოს შემოქმედებითი თანამშრომლობა,
ომის შემდგომ მან მარტომ განაგრძო მუშაობა. მან კვლავ დაიწყო ადამიანის ფიგურების ხატვა. მის შემოქმედებაში სურიალისტური ნახატებიც გამოჩნდა.
ჟორჟ ბრაკის შემოქმედება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული.
იგი 1963 წელს პარიზში გარდაიცვალა.
Hasta Siempre
გპირდებით, რომ ეს არ იქნება რევოლუციურ-სოციალისტური პოსტი.
თავიდან მინდოდა პოსტისთვის დამერქმია La Libertad.მერე მივხვდი, რომ ჩე გევარას ძალიან ბევრი რამე მმართებს, თუნდაც ის, ყველასნაირად რომ არ ვფიქრობ და ვიცი, ჭეშმარიტება არ არსებობს, არსებობს სიმართლეები. ამიტომ, ვიქნები მე ჩემი სიმართლით და სხვები იყვნენ – თავისით.
ასევეა ხელოვნებაც.
მთელი ცხოვრება ვირწმუნები, რომ მხატვრობაში ვერ ვერკვევი. რომ არ მესმის პიკასოს კუბიზმი, არც დანარჩენების იმპრესიონიზმ-სიმბოლიზმი. იმიტომ, რომ არ მიყვარს ჩარჩოები, არ მიყვარს იარლიყები (აი, ეს სიტყვა კი საკაიფოდ ჟღერადია). ინგლისურად, ხომ იცით, როგორც ითქმება, მე პირობა დავდე, რომ მინიმალურად ვიხმარ უცხო სიტყვებს, ან რატომ ვთქვა, როცა არსებობს იარლიყი და ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ იარლიყებით დახუნძლულები დადიან და სხვებსაც აწებებენ.
- გაიღვიძე, სოფი, ეს ბიო (არტ) ბლოგია.
- უი, მე რომ მხატვრობაში ვერ ვერკვევი…
არ მყავს საყვარელი მხატვარი.
არც საყვარელი ტილო მაქვს და საერთოდ, ცხოვრებაში პირველად ვხმარობ ამ სიტყვას. ნახატი – აი, ეს კი ჩემი სიტყვაა.
ჩემთვის არ არსებობენ დიდი სახელები.
ჩემთვის არსებობს ჩემი თვალი, შეგრძნება და განწყობა – ვინ ვარ იმ დღისით, რა მუსიკას ვუსმენ, ვინ მიყვარს და საით ვაპირებ წასვლას – წინ თუ უკან, ამის მიხედვით არსებობს ჩემთვის მთელი ხელოვნება.
ვიცი, რომ არ გიკვირთ. განა, ყველა ჩვენგანს არ სჯერა, რომ სამყარო ჩვენ გარშემო ბრუნავს?
მალე შეხვედრამდე!.. Continue reading this entry »
პაბლო პიკასო

პაბლო პიკასო ესპანეთში ქალაქ მალაგაში 1881 წელის 25 ოქტომბერს დაიბადა.მისი სრული სახელი პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დეპაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს კიპრუანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტინ პატრისიო კრისტო რუისი პიკასო გახლავთ. მამამისი ხოსე რუის ბლანკო კლასიკოსი მხატვარი გახლდათ. პაბლოს საშინლად სძულდა მამის შემოქმედება. ის თვლიდა რომ ეს გაყინული ხელოვნება იყო და არაფერი საინტერესო მასში აღარ იყო. მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.პაბლო გაურბოდა მამასთან მის ყოველგვარ გაიგივებას და სწორედ ამ მიზეზით, 1901 წელს დედის გვარზე გადასვლა ამჯობინა. ხატვით პაბლო ბავშვობიდან იყო გატაცებული. 8 წლის ასაკში იგი ხატავს მის პირველ შესანიშნავ ნახათ პიკაბორას, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე არ მოუშორებია გვერდიდან. პაბლო პიკასომ სამხატვრო განათლება თავდაპირველად მამისგან ხოსე რუისგან ხოლო შემდეგ ლა–კრონიეს(1894–1895) ბარსელონის(1895 1896) და მადრიდის (1897–1898)წწ ნატიფი ხელოვნების აკადემიებში მიიღო. 1894 წლიდან პაბლო პიკასო დღიურს წერდა რომელსაც “ცისფერი და თეთრი ერქვა” იგი საკუთარ დღიურს პორტრეტებითა და კარიკათურებით აილუსტრირებდა. მისი პირველი გამოფენა 1895 წელს ქალაქ მადრიდში გაიმართა. ხოლო უკვე 1900 წელს საგამოფენო დარბაზ “Els Quatre Gats”ში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა მხატვარს. ამ პერიოდში პიკასო შემოქმედებითი ძიების პერიოდში იყო.ის მიემგზავრება პარიზში სადაც ცნობილი იმპრესიონისტი მხატვრების: პაულ ცეზანის, ედგარ დეგას პიერ ბორნარდის შემოქმედებას გაეცნობა, რაც დიდ გავლენას იქონიებს მასზე. პაბლო პიკასო ჟორჟ ბრაკთან ერთად ითვლება მხატვრობაში ახალი მიმდინარეობის კუბიზმის(კუბისტურ ნამუშე3ვრებში ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად, ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკეთება იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინააარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისათვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული ესთეტიური მიმდინარეობა) ფუძემდებლად. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და უკვე 1908 წელს ერთობლივად იწყებენ კუბიზმის განვითარებაზე მუშაობას. მათმა ურთიერთთანამშრომლობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 1914 წლამდე გასტანა. კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე–20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში საფუძველი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას მხატვრობაში როგორებიცაა: ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, კოტიციზმი და ექსპრესიონიზმი. თავად პიკასოს შემოქმედებამ განვითარების შემდეგი ეტაპები განვლო. –”ცისფერი პერიოდი” (1901– 1904)–სევდიანი ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომლებზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია. ხშირად აღწერს : აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებს და ღარიბ მხატვრებს. –”ვარდისფერი პერიოდი”(1905–1907)–უფრო ხალისით სავსე სტილი, ნარინჯისფერსა და ვარდისფერი საღებავებით:აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მიდელირებდა და მრავალი ნახატი განმსჭვალულია ოსტატის მისდამი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად. –”აფრიკული პერიოდი”(1908–1909)–აფრიკული ხელოვნების ნაკეთობების ზეგავლენით შექმნილი ტილოები. მნიშვნელოვანი ექსპონანტებია “Les Demoiselles d’Avignon” (ავინიონის დიაცები) –”ანალიტიკური კუბიზმი”(1909–1912)–ხატვის სტილი რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა, მონოქრონული, მოყავისფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და “ანალიზი” ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაკის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება. –”სინთეტიური კუბიზმი”(1912–1919)–სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაწრების გამოყენებით, ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი მცდელობა. პაბლო პიკასო ფაშიზმის წინააღმდეგ ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლი გახლდათ. იგი სახალხო ფრონტის ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლი იყო საფრანგეთში, ასევე აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936–1939 წწ. პაბლო პიკასო 1944 წლიდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი. მეორე მსოფლიო ომის წლებში 1939–1945 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა მის ნამუშევარში “მშვიდობის მტრედი” (ტუში) (1947) რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 1950 წელს პაბლო აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში. იგი არის “მშვიდობის საერთაშორისო პრემიის”(1950) და” ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის საერთაშორისო ლენინური პრემიის”(1962)ლაურიატი მიუხედავად იმისა რომ იგი 1901 წლიდან მოყოლებული საფრანგეთში ცხოვრობდა, მას სურვილი ქონდა რომ მომკვდარიყო როგორც ჭეშმარიტი ესპანელი. საფრანგეთის მოქალაქეობაზე განაცხადი მხოლოდ ერთხელ 1939 წელს შეიტანა. მან მაშინ გადაწყვიტა გაეზიარებინა თავისი მეორე სამშობლოს საფრანგეთის ბედი, რომელიც ფაშისტურ გერმანიასთან ომში ჩაება. თუმცა მისი განაცხადი არ დააკმაყოფილეს. აღმოჩნდა რომ საფრანგეთის პოლიცია მხატვარს ესპანეთიდან ჩმოსვლისთანავე უთვალთვალებდა. პიკასოს შესახებ პოლიციის ჯერ კიდევ პირველ 1901 წლის პატაკში ნათქვამი იყო, რომ ის ანარქისტია. მას შემდეგ პიკასო ჩართული იყო შფოთისთავთა საშიშ სიაში. გარდა ამისა იმ დროისათვის მოარული ხმების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მხატვარი აპირებდა თავისი სურათების საბჭოთა კავშირისთვის გადაცემას,რომლის მხარდამჭრიც იყო. ყველა ამ მიზეზთა გამო პოლიციის უწყება ასკვნიდა.”პიკასო უნდა განიხილოს როგორც საეჭვო პიროვნება საფრანგეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”ამიტომ მიზანშეწონილი არ იყო მასზე ფრანგული პასპორტის გაცემა. კარგა ხნის შემდეგ ოფიციალურმა პარიზმა შცვალა საკუთარი აზრი. მაგრამ პიკასო მხოლოდ იმეორებდა თავისებურ აღქთქმად ქცეულ აზრს, იმის შესახებ, რომ მას სურვილი აქვს “ესპანელად გარდაიცვალოს”გარდა ამისა როცა პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ აპირებდა პიკასოს დაჯილდოებას საფრანგეთის ყველაზე მაღალი ჯილდოთი ” საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვრით” მხატვარმა უარი თქვა იმ საბაბით, რომ მას,როგორც ესპანეთის მოქალაქეს, ესპანელ პატრიოტს, არ შეუძლია ამ რეგალიის მიღება. პაბლო პიკასო 1973 წელს საფრანგეთში ქალაქ მიუჟენში გარდაიცვალა. პიკასოს 13 ნააზრევი –ყოველი ბავშვი მხატვარია რთული ისაა, რომ დარჩე მხატვრად მას შემდეგ რაც გაიზრდები. –მე ვისურვებდი ვცხოვრობდე, როგორც ღარიბი ადამიანი ფულით. –ოთხი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამეხატა რაფაელივით, და მთელი ცხოვრება რომ მესწავლა ბავშვივით ხატვა. –დამწყებ მხატვარს უგებს რამდენიმე ადამიანი, ცნობილს კიდევ უფრო ცოტა. –კარგი მხატვრები ბაძავენ, დიდი მხატვრები–უბრალოდ იპარავენ. –მხატვარია ის ვინც ხატავს იმას რასაც ყიდის,მაგრამ ნამდვილი ხელოვანი მხოლოდ ისაა, რომელიც რასაც ხატავს იმას ყიდის. –ხელოვნება ტყუილია, რომელიც გვაახლოვებს სიმართლესთან. –ჩემი ნახატი ჩემზე ძლიერია–იგი ყოველთვის იღებს ჩემგან იმას, რაც სურს. –მე ვისვენებ როცა ვმუშაობ,და ვიღლები როცა ვუსქმურობ და სტუმრებს ვიღებ –ღმერთი– ისეთივე მხატვარია როგორც სხვა მხატვრები. მან შექმნა ჟირაფი სპილო და კატა. მას არ აქვს თავისი სტილი. უბრალოდ ის ყოველ ჯერზე ცდის რაღაც ახლის შექმნას. –მე არ ვამბობ ყველაფერს , მაგრამ დახატვით ყველაფერს ვხატავ. –ადამიანებს შორის უფრო მეტი ერთნაირია ვიდრე ოორიგიალები.პაბლო პიკასო ესპანეთში ქალაქ მალაგაში 1881 წელის 25 ოქტომბერს დაიბადა.მისი სრული სახელი პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დეპაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს კიპრუანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტინ პატრისიო კრისტო რუისი პიკასო გახლავთ. მამამისი ხოსე რუის ბლანკო კლასიკოსი მხატვარი გახლდათ. პაბლოს საშინლად სძულდა მამის შემოქმედება. ის თვლიდა რომ ეს გაყინული ხელოვნება იყო და არაფერი საინტერესო მასში აღარ იყო. მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.პაბლო გაურბოდა მამასთან მის ყოველგვარ გაიგივებას და სწორედ ამ მიზეზით, 1901 წელს დედის გვარზე გადასვლა ამჯობინა. ხატვით პაბლო ბავშვობიდან იყო გატაცებული. 8 წლის ასაკში იგი ხატავს მის პირველ შესანიშნავ ნახათ პიკაბორას, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე არ მოუშორებია გვერდიდან. პაბლო პიკასომ სამხატვრო განათლება თავდაპირველად მამისგან ხოსე რუისგან ხოლო შემდეგ ლა–კრონიეს(1894–1895) ბარსელონის(1895 1896) და მადრიდის (1897–1898)წწ ნატიფი ხელოვნების აკადემიებში მიიღო. 1894 წლიდან პაბლო პიკასო დღიურს წერდა რომელსაც “ცისფერი და თეთრი ერქვა” იგი საკუთარ დღიურს პორტრეტებითა და კარიკათურებით აილუსტრირებდა. მისი პირველი გამოფენა 1895 წელს ქალაქ მადრიდში გაიმართა. ხოლო უკვე 1900 წელს საგამოფენო დარბაზ “Els Quatre Gats”ში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა მხატვარს. ამ პერიოდში პიკასო შემოქმედებითი ძიების პერიოდში იყო.ის მიემგზავრება პარიზში სადაც ცნობილი იმპრესიონისტი მხატვრების: პაულ ცეზანის, ედგარ დეგას პიერ ბორნარდის შემოქმედებას გაეცნობა, რაც დიდ გავლენას იქონიებს მასზე. პაბლო პიკასო ჟორჟ ბრაკთან ერთად ითვლება მხატვრობაში ახალი მიმდინარეობის კუბიზმის(კუბისტურ ნამუშე3ვრებში ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად, ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკეთება იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინააარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისათვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული ესთეტიური მიმდინარეობა) ფუძემდებლად. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და უკვე 1908 წელს ერთობლივად იწყებენ კუბიზმის განვითარებაზე მუშაობას. მათმა ურთიერთთანამშრომლობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 1914 წლამდე გასტანა. კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე–20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში საფუძველი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას მხატვრობაში როგორებიცაა: ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, კოტიციზმი და ექსპრესიონიზმი. თავად პიკასოს შემოქმედებამ განვითარების შემდეგი ეტაპები განვლო. –”ცისფერი პერიოდი” (1901– 1904)–სევდიანი ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომლებზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია. ხშირად აღწერს : აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებს და ღარიბ მხატვრებს. –”ვარდისფერი პერიოდი”(1905–1907)–უფრო ხალისით სავსე სტილი, ნარინჯისფერსა და ვარდისფერი საღებავებით:აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მიდელირებდა და მრავალი ნახატი განმსჭვალულია ოსტატის მისდამი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად. –”აფრიკული პერიოდი”(1908–1909)–აფრიკული ხელოვნების ნაკეთობების ზეგავლენით შექმნილი ტილოები. მნიშვნელოვანი ექსპონანტებია “Les Demoiselles d’Avignon” (ავინიონის დიაცები) –”ანალიტიკური კუბიზმი”(1909–1912)–ხატვის სტილი რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა, მონოქრონული, მოყავისფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და “ანალიზი” ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაკის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება. –”სინთეტიური კუბიზმი”(1912–1919)–სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაწრების გამოყენებით, ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი მცდელობა. პაბლო პიკასო ფაშიზმის წინააღმდეგ ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლი გახლდათ. იგი სახალხო ფრონტის ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლი იყო საფრანგეთში, ასევე აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936–1939 წწ. პაბლო პიკასო 1944 წლიდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი. მეორე მსოფლიო ომის წლებში 1939–1945 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა მის ნამუშევარში “მშვიდობის მტრედი” (ტუში) (1947) რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 1950 წელს პაბლო აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში. იგი არის “მშვიდობის საერთაშორისო პრემიის”(1950) და” ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის საერთაშორისო ლენინური პრემიის”(1962)ლაურიატი მიუხედავად იმისა რომ იგი 1901 წლიდან მოყოლებული საფრანგეთში ცხოვრობდა, მას სურვილი ქონდა რომ მომკვდარიყო როგორც ჭეშმარიტი ესპანელი. საფრანგეთის მოქალაქეობაზე განაცხადი მხოლოდ ერთხელ 1939 წელს შეიტანა. მან მაშინ გადაწყვიტა გაეზიარებინა თავისი მეორე სამშობლოს საფრანგეთის ბედი, რომელიც ფაშისტურ გერმანიასთან ომში ჩაება. თუმცა მისი განაცხადი არ დააკმაყოფილეს. აღმოჩნდა რომ საფრანგეთის პოლიცია მხატვარს ესპანეთიდან ჩმოსვლისთანავე უთვალთვალებდა. პიკასოს შესახებ პოლიციის ჯერ კიდევ პირველ 1901 წლის პატაკში ნათქვამი იყო, რომ ის ანარქისტია. მას შემდეგ პიკასო ჩართული იყო შფოთისთავთა საშიშ სიაში. გარდა ამისა იმ დროისათვის მოარული ხმების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მხატვარი აპირებდა თავისი სურათების საბჭოთა კავშირისთვის გადაცემას,რომლის მხარდამჭრიც იყო. ყველა ამ მიზეზთა გამო პოლიციის უწყება ასკვნიდა.”პიკასო უნდა განიხილოს როგორც საეჭვო პიროვნება საფრანგეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”ამიტომ მიზანშეწონილი არ იყო მასზე ფრანგული პასპორტის გაცემა. კარგა ხნის შემდეგ ოფიციალურმა პარიზმა შცვალა საკუთარი აზრი. მაგრამ პიკასო მხოლოდ იმეორებდა თავისებურ აღქთქმად ქცეულ აზრს, იმის შესახებ, რომ მას სურვილი აქვს “ესპანელად გარდაიცვალოს”გარდა ამისა როცა პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ აპირებდა პიკასოს დაჯილდოებას საფრანგეთის ყველაზე მაღალი ჯილდოთი ” საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვრით” მხატვარმა უარი თქვა იმ საბაბით, რომ მას,როგორც ესპანეთის მოქალაქეს, ესპანელ პატრიოტს, არ შეუძლია ამ რეგალიის მიღება. პაბლო პიკასო 1973 წელს საფრანგეთში ქალაქ მიუჟენში გარდაიცვალა. პიკასოს 13 ნააზრევი –ყოველი ბავშვი მხატვარია რთული ისაა, რომ დარჩე მხატვრად მას შემდეგ რაც გაიზრდები. –მე ვისურვებდი ვცხოვრობდე, როგორც ღარიბი ადამიანი ფულით. –ოთხი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამეხატა რაფაელივით, და მთელი ცხოვრება რომ მესწავლა ბავშვივით ხატვა. –დამწყებ მხატვარს უგებს რამდენიმე ადამიანი, ცნობილს კიდევ უფრო ცოტა. –კარგი მხატვრები ბაძავენ, დიდი მხატვრები–უბრალოდ იპარავენ. –მხატვარია ის ვინც ხატავს იმას რასაც ყიდის,მაგრამ ნამდვილი ხელოვანი მხოლოდ ისაა, რომელიც რასაც ხატავს იმას ყიდის. –ხელოვნება ტყუილია, რომელიც გვაახლოვებს სიმართლესთან. –ჩემი ნახატი ჩემზე ძლიერია–იგი ყოველთვის იღებს ჩემგან იმას, რაც სურს. –მე ვისვენებ როცა ვმუშაობ,და ვიღლები როცა ვუსქმურობ და სტუმრებს ვიღებ –ღმერთი– ისეთივე მხატვარია როგორც სხვა მხატვრები. მან შექმნა ჟირაფი სპილო და კატა. მას არ აქვს თავისი სტილი. უბრალოდ ის ყოველ ჯერზე ცდის რაღაც ახლის შექმნას. –მე არ ვამბობ ყველაფერს , მაგრამ დახატვით ყველაფერს ვხატავ. –ადამიანებს შორის უფრო მეტი ერთნაირია ვიდრე ორიგიალები.
graffiti
რამდენიმე კვირის წინ პიკასოს ბლოგზე სიახლეებში ვნახე ახალ ბლოგს ვაკეთებ ხელოვნებაზე და ვისაც სურვილი გექნებათო და როგორც მსგავს შემთხვევებში მჩვევია,გავიფიქრე რატომაც არა თქო…და რამდენიმე იდეა უკვე დაცურავდა თავში,მაგრამ ბლოგზე რომ შევიხედე,აკადემიური თემა კუბიზმი და კიდე იმპრესიონიზმის განხილვაც ცუდი არ იქნებოდაოო,კომენტარად დამხვდა და ვიფიქრე,შევეფერებით მე და ჩემი თემა აქაურობას თუ არა?
და სასწრაფოდ გავეცი დადებითი პასუხი
მოკლედ,გრაფიტი
როგოც მოგეხსენებათ,საზოგადოების კუთვნილ კედლებზე შესრულებული წარწერები და ნახატებია,რომელიც ზოგისთვის ვანდალიზმია (სავარაუდოდ ფიდელ კასტროსთვის)
,ზოგისთვის ხელოვნების დარგიან ან სულაც თვითგამოხატვის საშუალება…გამოიყენება სოციალური გზავნილებისთვის,რეკლამებისთვის,ნაცრისფერი გარემოს გამხიარულებისთვის…
სიტყვა ძველ ბერნულიდან მოდის γράφειν (graphein) და წერას ნიშნავს…
graffito იტალიურად ქვაზე ამოკვეთილი ორნამენტები და ნახატებია…
მე სულ გრაფიკა მახსენდება ხოლმე…არადა,არ ენათესავებან ერთმანეთს…
თანამედროვე Graffiti არის HIP HOP Culture-ს ნაწილი MCing (RAP)-თან, DJing-თან და Break Dancing-თან ერთად. თანამედროვე სახით Graffiti Philadelphia-ში წარმოიშვა 1960 წლისთვის, ხოლო 1966 – 1971 წლებში Graffiti-ს, როგორც HIP HOP-ის სხვა ჟანრების ცენტრი New York-ის აფრო-ამერიკული უბანი South Bronx-ი გახდა. იქ ხატვის სტილი განვითარდა და ბევრი ახალი ქვეჟანრი წარმოიშვა. ამ დოისთვის ხელისუფლებამ აქტიური ბრძოლა დაიწყო Graffiti-ს წინააღმდეგ რამაც მისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და Graffiti საერთაშორისო მოვლენად იქცა. გაჩნდა ბევრი პოლიტიკური მოწოდებების მატარებელი წარწერები ხოლო ამერიკაში წარწერებმა პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების შეურაცმყოფელი შინაარსის წარწერები გაჩნდნენ. სტილის პოპულარობას ფილმებმაც შეუწყეს ხელი როგორცი არის მაგალითად ფილმი Wild Style
1985- 1989 წლებში ამერიკული ქალაქების ადმინისტრაციამ წამოიწყო აქცია სახელა War On Graffiti რომელიც მიზნად ისახავდა სტილის განადგურებას. გაიზარდა დაცვა მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტროებში სადაც უმეტესადაც ხდებოდა ნახატების შექმნას. აქციამ შედეგი გამოიღო და ’80-ების ბოლოსთვის ნახატების ავტორთა რაოდენობამ და ნახატების პოპულარობამაც იკლო. ამ პერიოდს Graffiti-ს ავტორებმა Die Hard era უწოდეს. 1989 წელს New York-ის მმართველობამ ყველა მატარებელი გამოცვალა რომლებშიც Graffiti იყო რამაც კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მხატვრებს. ამის გამო Graffiti-მ უფრო დიდი პოპულარობა ევროპაში მოიპოვა. ორად გაყოფილ გერმანიაში ახალგაზრდობა ქვეყნის გაყოფისადმი პროტესტს მისი სიმბოლოს ბერლინის კედლის გაფერადებიოთ და მასზე ანტისაბჭოთა ლოზუნგების წერით გამოხატავდა.
1990 წლიდან წარსულში ვანდალიზმში დადანაშაულებულმა ქუჩის მხატვრებმა დაიწყეს საკუთარი სამხატვრო სტუდიების შექმნა რომლებშIც ისინი Graffiti-ს შექმნას ასწავლიდნენ მოსწავლეებს და საკუთარ ნამუშევრებს ფენდნენ. სწორედ ამ პერიოდში კრიტიკოსებმა Graffiti როგორც თანამედროვე ხელოვნების ნაწილი აღიარეს და მისმა პოპულარობამ კვლავ დაიწყო ზრდა.
Graffiti-ს არ დაუკარგია პოლიტიკური შინაარსის რამდენიმე ხნის წინ ამერიკაში ერაყის ომის საწინააღმდეგო შინაარსის ნამუშევრები გაჩნდნენ.
ზოგადად გრაფიტს ბევრი ქვესახეობებია აქვს,თუმცა ხშირად ძნელია მათი მკვეთრად გამიჯვნა,მაგალითად WritinG-ისა და Streetart-ის,რადგან ისინი მსგავს ტექნიკას ეფუძნებიან…არსებობს ასევე ხეების გრაფიტი,ამოკაწვრა,ტუალეტების გრაფიტი(ანუ,ლექსების,გამონათქვამების,ფრაზების წარწერები ),პლაკატებისგან გაკეთებული გრაფიტი,პოლიტიკური და ჩემი საყვარელი სტენსილი…
როგორც სამყაროს წესია,გრაფიტის ფესვებიც შორეულ ანტკურ ხანაშია და ითვლება ეგვიპტური კედლის მხატვრობის,არამეული,ლათინური და ბერძნული ამოკაზრული წარწერების მემკვიდრედ…
გრაფიტის შემქმნელებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ტილოებია მეტროს ვაგონები,კედლები,საფლავის ქვები…
შესაძლებელია ზოგიერთი გრაფიტის კომიქსებთან დანათესავებაც…
ზოგადად ეს არის ცოცხალი ხელოვნება,რომელთან საზიარებლადაც აუცილებელი არის ზიარება და რიტუალება,რომელიც ხელოვნება გახდა ისე,რომ არც უფიქრია ხელოვნებაზე,რომელიც თავისი ხასიათიდან გამომდინარე იწყება ნულიდან და ისევ მზად არის ნული გახდეს,რომელიც ყოველდღიურობის ანარეკლია და შეუძლია ვიღაცას ყოველდღიურობა შეუცვალოს…
და კიდე გრაფიტი გეტოს გარღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცაა…
ისე,როგორც ბერლინის მოხატული კედელი ან რამდენიმე წლის წინ თბილისში გამოცენილი,ნაკლებად მასშტაბური მაგრამ შემთვის პირადად არანაკლებმნიშვნელოვანი და საყვარელი პირველი სტენსილები…
embrioni
კუბიზმი

ბლოგის პირველი პოსტის თემად კუბიზმი ავირჩიე. შევეცდები შეძლებისდაგვარად ლაკონურად აგიხსნათ მხატვრობის ამ მიმდინარეობის კონცეფცია. კუბისტი მხატრების ბიოგრაფიები და ნა ნამუშევრები. პოსტი რამდენიმენაწილიანი იქნება და იმედია ამომწურავად დაფარავს თქვენს ინტერესს ამ მიმდინარეობისადმი.
კუბიზმს საფუძველი 20-იანი წლების საფრანგეთში ჩაეყარა. ამ პერიოდის საფრანგეთი, თანამედროვე ხელოვნების მექა იყო. იქ ჩადიოდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ცდილობდნენ ხელოვნებაში საკუთარი კვალი ახალი სიტყვით, ახალი ხედვით, ახლებურად გადმოცემული ვიზუალური ხელოვნებით დაეტოვებინათ.
ამ იდეით გამსჭვალული ორი ხელოვანი: პაბლო პიკასო და ჟორჟ ბრაკი 1907 წელს გაიცნობენ ერთმანეთს .1908 წლისთვის მათ უკვე ერთობლივად, ერთ სახელოსნოში დაიწყეს მუშაობა სადაც ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ ახალი მხატვრული სტილი. და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები. სწორედ ამ მიზეზით მათი ამ პერიოდის ნამუშევრები თითქმის იდენტურია.
კუბიზმის დაბადების თარიღად 1908 წელია მიჩნეული. პიკასოს და ბრაკის ერთობლივმა მუშაობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 1914 წლამდე გასტანა.
მათი ახლებური ხედვა შემდეგში მდგომარეობდა. ”კუბისტურ ნამუშევრებში,ობიექტი დაშლილია და ხელახლაა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლადხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად. რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი , თავად ობიექტი ან ობიექტის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა. რაც არამკაფიოდ გამჭვირვალე სივრცეს ქმნის დამახასიათებელს კუბიზმისათვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული ესთეტიური მიმდინარეობა.”

ტერმინი კუბიზმი(ფრანგ cubisme) ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა დაამკვიდრა მან პიკასოს და ჟორჟ ბრაკის ნამუშევრებს ”bizarre cubiques” (უცნაური კუბები) უწოდა(1908). ტერმინი სწრაფად დამკვიდრდა თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს ის კარგა ხანს არ გამოუყენებია
კუბიზმი პიკასოს შემოქმედებაში ორ ძირითად პერიოდს იკავებს ესენია: ანალიტიკური კუბიზმი და სინთეტიკური კუბიზმი.
”ანალიტიკური კუბიზმი(1909-1912) -მონოქრონული ფერების გამოყენებით ობიექტები დაშალეს და ანალიზი ჩაუტარეს ფორმებს.
-სინთეტიკური კუბიზმი-(1012-1919)-სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებითეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი მცდელობა”
კუბიზმმა დიდი გავლენა იქონია 20 საუკუნის პირველი დეკადენტის მხატვრებზე. პიკასოს და ბრაკის მიერ შექმნილ სტილს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. ამიტომ მათ პიკასოს სკოლას უწოდებენ.
მე20 საუკუნის კუბისტი მხატვრები:
- Guillaume Apollinaire
- Robert Delaunay
- Marcel Duchamp
- Raymond Duchamp-Villion
- Diego Rivera
- Marie VorobieffLouis Marcoussis
- Roger de la Fresnaye
კუბიზმმა შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას როგორიცაა :ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი



















