კუბიზმი

ბლოგის პირველი პოსტის თემად კუბიზმი ავირჩიე. შევეცდები შეძლებისდაგვარად ლაკონურად აგიხსნათ მხატვრობის ამ მიმდინარეობის კონცეფცია. კუბისტი მხატრების ბიოგრაფიები და ნა ნამუშევრები. პოსტი რამდენიმენაწილიანი იქნება და იმედია ამომწურავად დაფარავს თქვენს ინტერესს ამ მიმდინარეობისადმი.
კუბიზმს საფუძველი 20-იანი წლების საფრანგეთში ჩაეყარა. ამ პერიოდის საფრანგეთი, თანამედროვე ხელოვნების მექა იყო. იქ ჩადიოდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ცდილობდნენ ხელოვნებაში საკუთარი კვალი ახალი სიტყვით, ახალი ხედვით, ახლებურად გადმოცემული ვიზუალური ხელოვნებით დაეტოვებინათ.
ამ იდეით გამსჭვალული ორი ხელოვანი: პაბლო პიკასო და ჟორჟ ბრაკი 1907 წელს გაიცნობენ ერთმანეთს .1908 წლისთვის მათ უკვე ერთობლივად, ერთ სახელოსნოში დაიწყეს მუშაობა სადაც ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ ახალი მხატვრული სტილი. და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები. სწორედ ამ მიზეზით მათი ამ პერიოდის ნამუშევრები თითქმის იდენტურია.
კუბიზმის დაბადების თარიღად 1908 წელია მიჩნეული. პიკასოს და ბრაკის ერთობლივმა მუშაობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 1914 წლამდე გასტანა.
მათი ახლებური ხედვა შემდეგში მდგომარეობდა. ”კუბისტურ ნამუშევრებში,ობიექტი დაშლილია და ხელახლაა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლადხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად. რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი , თავად ობიექტი ან ობიექტის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა. რაც არამკაფიოდ გამჭვირვალე სივრცეს ქმნის დამახასიათებელს კუბიზმისათვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული ესთეტიური მიმდინარეობა.”

ტერმინი კუბიზმი(ფრანგ cubisme) ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა დაამკვიდრა მან პიკასოს და ჟორჟ ბრაკის ნამუშევრებს ”bizarre cubiques” (უცნაური კუბები) უწოდა(1908). ტერმინი სწრაფად დამკვიდრდა თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს ის კარგა ხანს არ გამოუყენებია
კუბიზმი პიკასოს შემოქმედებაში ორ ძირითად პერიოდს იკავებს ესენია: ანალიტიკური კუბიზმი და სინთეტიკური კუბიზმი.
”ანალიტიკური კუბიზმი(1909-1912) -მონოქრონული ფერების გამოყენებით ობიექტები დაშალეს და ანალიზი ჩაუტარეს ფორმებს.
-სინთეტიკური კუბიზმი-(1012-1919)-სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებითეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი მცდელობა”
კუბიზმმა დიდი გავლენა იქონია 20 საუკუნის პირველი დეკადენტის მხატვრებზე. პიკასოს და ბრაკის მიერ შექმნილ სტილს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. ამიტომ მათ პიკასოს სკოლას უწოდებენ.
მე20 საუკუნის კუბისტი მხატვრები:
- Guillaume Apollinaire
- Robert Delaunay
- Marcel Duchamp
- Raymond Duchamp-Villion
- Diego Rivera
- Marie VorobieffLouis Marcoussis
- Roger de la Fresnaye
კუბიზმმა შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას როგორიცაა :ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი

dzalian saintereso temaa… me ver verkvevi mxatvrobashi da ar vici ramdenad fartod gavrcelda is shemdgomshi,magram pikaso rom geniaa da misi sheqmnili mimdevroba rom dzlain magari iqneba,amashi darwmunebuli var
| Posted 2 years, 5 months agoასეთ დიდი ინფორმაციას არ ვფლობდი კუბიზმზე, თუმცა გულწრფელად მომწონს, პირველი ნამუშევარი რაც გიდევს, ძალიან ძალიან ლამაზია. იმედ ვიტოვებ, რომ იმპრესიონიზმზეც იტყვი ორიოდ სიტყვას
| Posted 2 years, 5 months agoშეიძლება კუბიზმი არ დევს ჩემს ხასიათში, მე უფრო ადამიანები და ფერები მიტაცებენ. აი, იმედია, მალე დავწერ ამ ბლოგზე პოსტს და მერე მოგიყვებით
| Posted 2 years, 5 months agoმართლა მე კი ძალიან მომწონს, ჩემეულია მგონია რომ ძალიან სიღრმისეული მიმდინარეობაა. მინიმუმ 5 წუთი გჭირდება რომ ნახატი აღიქვა. ეს მომწონს ფიქრი რომ ჭირდება და ამით ვაფასებ ამ მიმდინარეობას.
ველით შენს პოსტს. ესე იგი სწორად გამოგიგზავნე მოვევა ხომ?
მე კი ჩემის მხრივ ჟორჟ ბრაკზე შემოგთავაზებთ ახალ პოსტს უახლოეს მომავალში.
| Posted 2 years, 5 months agomartlac ro sheudarebelia xelovnebashhi kubizmis qmninebani…
| Posted 2 years agodidi madloba am temis avtors ver warmoidgent rogor amexmaret referatis momzadebashi :d
| Posted 1 year, 9 months ago