bio(Art)blog



George Braque-ჟორჟ ბრაკი

georges_braque08g

დღევანდელი პოსტის თემად კუბიზმის მეორე ფუძემდებლის ჟორჟ ბრაკის შემოქმედება და ბიოგრაფია ავარჩიე.  ის პიკასაოს შემდგომ ამ ჟანრში ყველაზე გამორჩეულ მხატვრად ითვლება. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესოა. მიმზიდველი ფორმებით და ფერებით.  ახლებური ხედვით და რევოლუციური პრინციპებით შუქ ჩრდილთან მიმართებაში.

ბრაკი პიკასოსგან განსხვავებით ეროვნებით ფრანგი გახლდათ. ის 1882 წლის 13 მაისს პარიზის გარეუბანში დაიბადა. მისი მამა დეკორატორი იყო. თავად ბრაკიც კარგად ფლობდა ამ ხელობას იგი ერთხანს დეკორატორადაც მუშაობდა.

1902-1904 წლებში ბრაკი პარიზის ჰუმბორტის აკადემიაში სახვით ხელოვნებასა და სკულპტუსაზე მუშაობას ეუფლება.

ბრაკის შემოქმედებაში ერთდროულად მრავალი სტილი და მიმდინარეობა იყრის თავს. ის მუდმივ შემოქმედებით ძიებაში იყო და მიილტვოდა ახლისკენ. მისი თავდაპირველი შემოქმედება იმპრესიონისტული ხედვით გამოირჩევა..

მას შემდეგ რაც მან ჰენრი მატისისა და ანდრე დირეინის შემოქმედება იხილარაღაც ახლის მისეულის შექმნის იდეა გაუჩნდა.

1906 წლის მარტი/აპრილში ” Salon de societe des Artistes inde Pendants” ში ბრაკის  პირველი გამოფენა იხსნება. სადაც მან შვიდი ნამუშევარი გამოფინა.

ბრაკის შემოქმედებაში 1908-1913 წლებში ჭარბობს გეომეტრიული, სიმეტრიული  ფიგურები. მან ფიგურის შუქ ჩრდილთა განათების ახლებური ხედვა შეიმუშავა.

1909 წელს იგი პიკასოსთან ერთად იწყებს ახალ მხატვრულ მიმდინარეობაზე მუშაობას. მათ ინოვაცია შეიტანეს მხატვრობაში.ისინი იყენებდნენ მონოქრონულ ფერთა გამას და წახნაგოვან ფორმებს ხატავდნენ.  მისი შემოქმედების ეს პერიოდი ანალიტიკური კუბიზმის სახელით არის ცნობილი.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბრაკი საფრანგეთის არმიაში გაიწვიეს. ამით დასრულდა მისი და პაბლო პიკასოს შემოქმედებითი თანამშრომლობა,

ომის შემდგომ მან მარტომ განაგრძო მუშაობა. მან კვლავ დაიწყო ადამიანის ფიგურების ხატვა. მის შემოქმედებაში სურიალისტური ნახატებიც გამოჩნდა.

ჟორჟ ბრაკის შემოქმედება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული.

იგი 1963 წელს პარიზში გარდაიცვალა.


    Trackbacks & Pingbacks

  1. ჟორჟ ბრაკი – (George Braque) « Jazzmena's Blog pingbacked on 5 months, 1 week ago

Comments

  1. maripooh says:

    1964 shi gardaicvala da ara 1963:p marto muzeomshi ki araa daculi luvrshic ari da 3 naxati me maq nayidi me ra mamachems :D

    | Reply Posted 2 years, 3 months ago
  2. tiko says:

    shesanishnavi mxatvari iyoo……….

    | Reply Posted 1 year, 12 months ago


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.